ფეხბურთი

16:57 | 23.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბექჰემი გაჭირვებულ ოჯახს 100 000 დოლარით დაეხმარა

ინგლისელმა ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა სატელევიზიო შოუ Knock Knock-ში მიიღო მონაწილეობა. გადაცემის ფორმატი ფინანსურად გაჭირვებული ადამიანების დახმარებას ითვალისწინებს. გადაცემის სტუმრები მოულოდნელად ეწვევიან ხოლმე ოჯახებს.

ბექჰემი 100 000 დოლარით ყოფილ მექსიკელს ფეხბურთელს დაეხმარა, რომელმაც სპორტული კარიერა ოჯახის ფინანსური პრობლემების მიზეზით ვერ გააგრძელა.

ინგლისელმა გონსალესების ოჯახის ყველა წევრს iPhone უსახსოვრა, მომდევნო 10 წლის განმავლობაში კი მათი სატელეფონო ხარჯებიც თავის თავზე აიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137676