ფეხბურთი

16:54 | 23.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

პაპუნაშვილი "ვერდერისთვის" გერმანიაში გაფრინდა

თბილისის "დინამოს" 19 წლის ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი შესაძლოა გერმანიის 2004 წლის ჩემპიონ ბრემენის "ვერდერში" ჩაირიცხოს. გავრცელებული ინფორმაციით, ნიჭიერი ფეხბურთელი "მუსიკოსებთან" მოლაპარაკებების დასაწყებად უკვე გერმანიაში გაფრინდა.

გიორგი პაპუნაშვილი "დინამოს" აკადემიის აღზრდილია და ძირითად გუნდში დებიუტი 2013 წელს ჰქონდა. გასულ სეზონში 19 წლის შემტევმა საქართველოს უმაღლეს ლიგაში ჩატარებულ 21 მატჩში 14 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.127301