ფეხბურთი

14:56 | 23.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედო” ბათუმის “დინამოსთან” ითამაშებს

ქუთაისის “ტორპედო” საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის განახლებამდე 10-დღიან შეკრებაზე გადავიდა.

“ტორპედოს” ვებგვერდის ინფორმაციით, თუკი მოსამზადებელი პერიოდის პირველ ეტაპზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ აქცენტი ფიზმომზადებაზე გააკეთა, ამჯერად, ის მეტ ყურადღებას ბურთით ვარჯიშს დაუთმობს.

ცვლილებაა ქუთაისელთა სამწვრთნელო შტაბში. კერძოდ, გუნდი დარასელიას ასისტენტმა გიორგი მეგრელაძემ დატოვა.

24 ივლისს “ტორპედო” ამხანაგურ მატჩს ბათუმის “დინამოსთან” ჩაატარებს. თამაში თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.081602