თამაშგარე

22:35 | 16.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

გადარეული მელანი სლადი

წარმოშობით რუმინელი მოდელი, მელანი სლადი, რომელმაც სახელი მის თანამემამულე ფეხბურთელთან, ადრიან მუტუსთან და შემდეგ უკვე თეო უილკოტთან გაჩაღებული რომანებით გაითქვა, ფეხბურთელებთან დაშორების შემდეგ არაერთ სხვადასხვა გაბარიტებისა და შეძლების მქონე მამაკაცს დაეჯაჯგურა და კიდეც დასძალა.

მელანი სლადის სექს-გრიგალიანი ცხოვრების ერთი ეტაპი ჯერ კიდევ შარშან დასრულდა, როდესაც ამ ვლახმა ქალმა ყველასთვის მოულოდნელად განაგდო ფოტოლომდელობა, ეროტიკულ ფილმში გადაღებაზე განაცხადა თანხმობა და მკერდმოთამაშე მსახიობის როლი ისე კოხტად მოირგო _ თქვენი მოწონებული.

როგორც ჩანს, მელანი არც ეროტიკულმა ფილმებმა დააკმაყოფილა და ახლა იძახის, მე ქალი არ ვიყო, თუ პორნო-ფილმში ფეხები არ ავპლაკო და უკადრებელი არ ვიკადროო. მისი თავ-ტან-ფეხ-მკერდ-ყელ-ყური მისია და რასაც უნდა იმას უზამს, მაგრამ მაინც რომ არ ვკითხოთ არ შეიძლება - რათა შვილო, რათა?...

0.099022