ბათუმის სტადიონის ირგვლივ გაურკვევლობა გრძელდება. როგორც ცნობილია, აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერში გამარჯვებულ ესპანურ კომპანიას IBERPROTEX-ს მშენებლობის უფლება ჩამოართვა. ამასთან დაკავშირებით აქამდე ესპანური კომპანიის წარმოამდგენლებს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ. ამჯერად, მათ პრიმეტიმე-ს პრესცენტრში სპეციალური პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მომხდარ მოვლენებზე და სამომავლო გეგმებზე მედიის წარმამომადგენლებთან ისაუბრეს.
როგორც კომპანიის წარმომადგენლემა მამუკა ლობჟანიძემ განაცხადა, ისინი სამინისტროს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულად გაასაჩივრებენ, ხოლო თუ ამას მათთვის არასასურველი შედეგი მოჰყვება, მაშინ ისინი სასამართოს მიმართავენ. მანვე დასძინა, რომ აჭარის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების უკან ვიღაცის ხელს ხედავს, თუმცა დაკონკრეტებისაგან მან თავი შეიკავა.
მამუკა ლობჟანიძე (IBERPROTEX-ის დირექტორის მინდობილი პირი): "პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არ ვართ სამშენებლო კომპანია და შესაბამისად ვერანაირი სამშენებლო გამოციდლება ვერ გვექნება. ჩვენ ვართ საპროექტო ორგანიზაცია. რაც შეეხება პროექტს, 30 მარტს მოვაწერეთ კონტრატს ხელი, უკვე მეორე დღიდან კი დაიწყო უცნაური პროცესები ჩვენს მიმართ. მათ შორის მედიის მხრიდანაც. ერთ-ერთი ტელეკომპანიაში სტუმრად მიგვიწიეს და ჩვენს მიმართ აშკარა ნეგატივი წამოვიდა. ამის შემდეგაც ყოველთვის თავის მართლება გვიწევდა, ხოლო საბოლოოდ პროცესმა სამართალდამცავ უწყებებში გადაინაცვლა. ისინი და სამინისტრო დამატებით დამამტკიცებელ საბუთებს კერძოდ, მართებულ რეგისტრაციასა და გამოცდილებას ითხოვდნენ.
ასევე უნდა დავაფისქირო, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ჩვენ დამატებით ხარჯები მოვითხოვეთ. თუმცა ვადების გახანგრძლივება კი ვადასტურებ, მოვითხოვეთ. სამინისტროში ამაზე სიტყვიერად დაგვთანხმდნენ, მაგრამ ოფიციალურად უარი გვითხრეს. კონტრაქტის მიხედვით თანხების ანაზრაურება ხდება მშენებლობის დასრულების შემდგომ, ხოლო ჩვენ გეოლოგიური ხარჯები დაახლოებით 14 ათას ლარამდე გვიჯდებოდა და გვინდოდა სწორედ გეოლოგიური კვლევის დამატებით ვადის მოთხოვნა. მიუხედავად ამისა, პროექტი თავიდანვე დათქმულ 1-ელ სექტემბერს მზად იქნებოდა.
უცნაურია, რომ ამ გადაწყვეტილებით სამინისტრომ 1 წლით გადაივადა სტადიონის მშენებლობა, რადგან ტენდერი თავიდან უნდა გამოცხადდეს, შემდეგ მის დაპროექტებას და მშენებლობას 1 წელი დასჭირდება. არადა, ჩვენ მკაფიოდ გვქონდა მითითებული ჩვენს გეგმაში, რომ პროექტი 1 სექტემბერს ჩაბარდებოდა. აქედან დასკვნა გამომაქვს, რომ ვიღაცის კონკრეტული ინტერესის გამო მოხდა ჩვენი საქმიდან ჩამოშორება. ვისი ინტერესი იყო ვერ გეტყვით, არ ვიცი და ხელსაც ვერავის დავადებ. თუმცა პოლიტიკური ნიშნით ზემოქმედებას გამოვრიცხავ.
ჩვენ ყველა საკონკურსო მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ, რომელიც 26 კაციანმა კომისიამ დააკმაყოფილა. ისე ვაკეთებდით ყველაფეს, როგორც გეგმაში ეწერა, რომელიც 300 გვერდიანი და ეჭვი მაქვს სამინისტროში კი არა, ფეხბურთის ფედერაციაშიც ორ-სამ ადამიანს თუ უქნება წაკითხული. აჭარის მთავრობა გვთხოვდა მე-4 კატეგორიის სტადიონის აშენებას...
მე ვფიქრობ, სამინისტროს თანამშორმლებს კარგად არ აქვთ გათავისებული რა პროექტს მოჰკიდეს ხელი, რადგან ისინი აშენებდნენ მე-4 კატეგორიის სტადიონს, ასეთივე კატეგორიის გახლავთ ლონდონის "უემბლის" სტადიონი... ამ სტადიონის აშენებას კი ისინი 200 ათასი დოლარის ფასად აპირებდნენ, რაც უბრალოდ სასაცილოა და წარმოუდგენელი.
ჩვენ კონტრაქტში გაწყვეტის შესახებ შეტყობინება ერთი კვირის დაგვიანებით მივიღეთY. 26 ივნისს გაგვიწყვიტეს, მაგრამ ჩვენ ამის შესახებ ოფიციალურად მხოლოდ 3 ივლისს გვამცნეს. ჯერ დრო გვაქვს ადმინისტრაციულად გავასაჩივროთ მათი გადაწყვეტილება და ასეც მოვიქცევით. შემდეგ პასუხს დაველოდებით, მაგრამ თუ პასუხი იქნება უარყოფითი ან ჩვენთვის მიუღებელი, აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს".









