ჩოგბურთი

20:57 | 8.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნახევარფინალში ფედერერი მარეის დაუპირისპირდება (+VIDEO)

უიმბლდონის ტურნირზე კაცთა შორის პირველი ნახევარფინალური წყვილი გამოვლინდა. დიდი სლემის 17-გზის გამარჯვებული როჯერ ფედერერი ბრიტანელ ენდი მარეის დაუპირისპირდება.

1/4-ფინალში როჯერმა ფრანგი ჟილ სიმონი უპრობლემოდ სამ სეტში 6:3, 7:5, 6:2 დაამარცხა. შეხვედრამ საათსა და 39 წუთს გასტანა. როჯერმა 11 ეისი ჩააწოდა და მხოლოდ ერთი ორმაგი შეცდომა დაუსვა, სიმონს ერთი ეისი და ორი ორმაგი შეცდომა ჰქონდა.

ფედერერი – სიმონის მატჩის მნიშვნელოვანი მომენტები:

https://www.youtube.com/watch?v=EATiFV9mXGQ

ბრიტანელმა ენდი მარეიმ მეოთხედფინალში კანადელი ვაშეკ პოსპიშილს 6:4, 7:5, 6:4 მოუგო. შეხვედრა 2 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა. კანადელს 9 ეისი ჰქონდა, ხოლო მარეის – 3.

მარეი – პოსპიშილის მატჩის მნიშვნელოვანი მომენტები:

https://www.youtube.com/watch?v=EnhKKJ0h2_U

ფედერერი – მარეის ნახევარფინალური მატჩი 10 ივლისს გაიმართება. ურთიერთშეხვედრებში შვეიცარიელი ბრიტანელს 12:11 ამარცხებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.061788