კალათბურთი

16:30 | 5.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებებმა სტუმრად სპარინგ-მატჩები წააგეს

საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები შეკრებაზე ევროპაში არიან. 18 და 20 წლამდელები რამდენიმე დღე ერთად, ლატვიაში იყვნენ, 2 დღის წინ კი 20-წლამდელებმა ბალტიისპირეთი დატოვეს და გეზი ლუქსემბურგისკენ აიღეს.

დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ლუქსემბურგში, ადგილობრივ ნაკრებთან პირველი სპარინგ-მატჩი გამართა და 8 ქულის სხვაობით - 79:71 დამარცხდა. ქართველებმა ბოლო პერიოდი 8 ქულით - 20:12 მოიგეს, თუმცა მანამდე, მე-3 პერიოდში იმდენად უშედეგოდ ითამაშეს, რომ საბოლოოდ დამარცხდნენ. უსტიაშვილის გუნდმა ლუქსემბურგთან მე-3 მეოთხედი 15:31 დათმო, რის შემდეგაც თამაშის ბედის წაღმა დატრიალება გადარჩენა ვეღარ მოახერხა.

მარცხი განიცადა ლატვიაში დარჩენილმა 18-წლამდელთა ნაკრებმაც. გია კაზანჯიანის გუნდი რუსეთის ნაკრებს შეხვდა და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში ფრე იყო - 35:35. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა 14 ქულის სხვაობით დათმო. ქართველები ახლა ესტონეთშ გადავლენ, სადაც ამ ქვეყნის ნაკრებთან კიდევ 2 სპარინგ-მატჩს ჩაატარებენ.

ლუქსემბურგი 79:71 საქართველო

18:13, 18:23, 31:15, 12:20

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110382