ფეხბურთი

18:32 | 5.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“პარტიზანი” ორმაგ ამხანაგურ მატჩებზე გადავიდა

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის “დილას” მეტოქე სერბეთის ჩემპიონატის გამარჯვებული “პარტიზანი” წინასასეზონო მზადებას განაგრძობს. ბელგრადელებმს 4 ივნისს ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს და ორივე გოლგაუშვებლად მოიგეს.

პირველი შეხვედრა “პარტიზანმა” სლოვენიის რანგით მეორე დივიზიონის გუნდ “ალუმინისთან” გამართეს და 4:0 მოიგეს. გოლები გრბიჩმა (37წ, პენ), კოჟიჩმა (66), მარინკოვიჩმა (80 და ლუკამ (82) გაიტანეს.

შედარებით სუსტ მეტოქესთან სპარინგის შემდეგ, ბელგრადელები რუსულ “ტერეკს” დაუპირისპირდნენ. მატჩის ერთადერთი გოლი გუნდის ახალწვეულმა ვალერი ბოჟინოვმა მე-11 წუთზე თერთმეტმეტრიანის რეალიზებით გაიტანა.

“პარტიზანი” მომდევნო ორ სპარინგ-მატჩს 8 ივლისს გამარტავს. გუნდის მეტოქები სლოვენიური “მარიბორი” და უნგრული “ვაშაში” იქნებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116707