კალათბურთი

15:28 | 5.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

რონდო საკრამენტოში 9.5 მილიონს მიიღებს

რაჯონ რონდო, რომელიც შეზღუდული თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, კონტრაქტზე “საკრამენტო კინზს” შეუეთანხმდა. ESPN.com-ის ცნობით, ამერიკელი გამთამაშებელი სეზონის განმავლობაში 9.5 მილიონ დოლარს მიიღებს.

როდომ კალიფორნიულ კლუბთან საქმის დაჭერა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც “მავერიქსის” მთავარ მწვრთნელ რიკ კარლაილთან უთანხმოება მოუვიდა და დალასელებმა ის შემადგენლობიდან დაითხოვეს.

“მავერიქსის” მაისურით ჩატარებულ 46 მატჩში 29 წლის რონდოს საშუალო მონაგარი 9.3 ქულა, 4.5 მოხსნა და 6.5 პასი იყო. რაჯონი მოედანზე საშუალოდ 28.7 წუთს ატარებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11429