ფეხბურთი

17:22 | 5.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო კარლოსმა “დელი დინამო” ჩაიბარა

ლეგენდარული ბრაზილიელი მცველი რობერტო კარლოსი ინდური კლუბის მთავარი მწვრთნელი გახდა. აზიური ქვეყნის სუპერლიგის კლუბმა “დელი დინამომ” დაადასტურა, რომ ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ამ გუნდის თავკაცი იქნება.

დაახლოებით ერთი თვის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 42 წლის სპეციალისტი ყატარულ “ალ-არაბის” ჩაიბარებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. “დელი დინამოსთან” გაფორმებული კონტრაქტის ხანგრძლივობა ჯერჯერობით უცნობია.

რობერტო კარლოსის სამწვრთნელო კარიერა 2011 წელს, მახაჩყალის “ანჟიში” დაიწყო, სადაც ის დროებით მწვრთნელად მუშაობდა. მერე ის თურქეთში გადავიდა, 2013/2014 წლების სეზონში “სივასპორში” მუშაობდა და 2014 წელს თურქეთის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს. 2015 წლის იანვრიდან მადრიდის “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა თურქული “აქჰისარ ბელედიესპორი” ჩაიბარა.

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კარიერის განმავლობაში რობერტო კარლოსმა მსოფლიოს ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა და კოპა ამერიკა მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119581