თამაშგარე

13:25 | 5.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯოანა კრიუპას ვნებანი

ახალგაზრდობა უკანმოტოვებული ცნობილი პოლონელი მიოდელი, ჯოანა კრუპა, აქამდე ოფიციალურად გათხოვილი არასოდეს ყოფილა, რადგან თეთრი კაბის ფრიალისათვის უბრალოდ არ ეცალა და თავისი წარმატებული სამოდელო კარიერის შექმნა-შეკოწიწებით იყო დაკავებული.

ახლა კი, როდესაც წარმატებაც ხელში უჭირავს და არც ფული აკლია, ჯოანა კრუპამ თვალი ცოლიან კაცებს დაადგა. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში პოლონელი მოდელი იძახის, რომ ნამეტანი ჩაუვარდა გულში საუკეთესო პოლონელი ფეხბურთელი, რობერტ ლევანდოვსკი და უარს არ იტყდოდა მასთან თუნდაც ერთხელ გახვანხვალებაზე.

ჯოანა კრუპა ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რას უპირებს იგი ლევანდოვსკის ცოლსა და ოჯახს, ირონიულად პასუხობს და ამბობს, რომ ადრე თუ გვიან ყველა ოჯახი ინგრევა და არასოდეს უნდა ვთქვათ არასოდეს. რობერტ ლევანდოვსკი ამ გამოხდომაზე კომენტარს ცხადია არ აკეთებს, მაგრამ უკომენტარობა უშველის ამ საქმეს?...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.205864