ჩოგბურთი

21:24 | 4.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

კარლოვიჩი უიმბლდონის ისტორიაში შევიდა

ხორვატი ჩოგბურთელი ივო კარლოვიჩი 36 წლის და 137 დღის ასაკში გახდა ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე, რომელმაც უიმბლდონის მერვედფინალში გააღწია.

ივომ 1/16-ფინალში ფრანგი ჩოგბურთელი ჟო-ვილფრიდ ცონგა დაძაბულ ბრძოლაში ოთხსეტიან მატჩში 7:6, 4:6, 7:6, 7:6 დაამარცხა და ბოლო 6 წლის განმავლობაში პირველად მოხვდა უიმბლდონის 16 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის.

აღნიშნული მატჩი კარლოვიჩსა და ცონგას შორის ისტორიაში პირველი გახლდათ. ხორვატი ჩოგბურთელის მეტოქე მომდევნო ეტაპზე ენდი მარეისა და ანდრეას სეპის შორის გამარჯვებული იქნება.

0.113754