ფეხბურთი

18:18 | 4.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

გოგიას თავის გამოჩენა ფეხბურთის სამშობლოში სურს

აკაკი გოგია ინგლისის ჩემპიონშიპში მოასპარეზე “ბრენტფორდის” ფეხბურთელი ოფიციალურად მიმდინარე წლის 1 ივლისს გახდა და ჩატარებული პირველი ვარჯიშის შემდეგ, კლუბის ვებგვერდთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თავისი არჩევანით კმაყოფილია.

“აქ პირველად ჩამოსვლა და მოთამაშეებთან შეხვედრა საუცხოო იყო. რამდენიმე ტესტი ჩავატარეთ და ეს კარგი იყო. არავიც ვიცნობ. მწვრთნელი და მოთამაშეები პირველად ვნახე.

ინგლისში თამაში ჩემთვის საუცხოო შანსია. “ბრენტფორდი” კარგი კლუბია. საუცხოო სავარჯიშო და სამუშაო პირობები აქვს. დიდი შანსია, რომ ამ კლუბმა უმაღლეს დონეზე ითამაშოს. მის შესახებ ბევრი არ ვიცი, მაგრამ რამდენიმე თამაში ვნახე, რომლებშიც ძალიან კარგი ფეხბურთი აჩვენა.

ინგლისში თამაში მსურდა. ინგლისი ფეხბურთის სამშობლოა და მინდოდა მეჩვენებინა რა შემიძლია. იმედი მაქვს, რომ მომავალი სეზონით ვისიამოვნებთ. “ბრენტფორდი” სამუშაო ვითარების მხრივ უმაღლეს დონეზეა” – თქვა გოგიამ, რომელიც გერმანიის მოქალაქეა.

ქართველი შემტევი ნახევარმცველის განცხადებით, “ბრენტფორდში” გადასვლის დროს მნიშვნელოვანი ფაქტორი ინგლისური გუნდის სათამაშო სტილი იყო:

“ვცდილობ რომ ფეხბურთი ვითამაშო და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. მე დრიბლინგი და მოთამაშეებისთვის გვერდის ავლა შემიძლია. ასევე, პასის გაკეთებაც ვიცი და ასისტენტობაც მომწონს”.

გოგიას აზრით, მოსამზადებელი ეტაპი, რომელშიც პორტუგალიაში შეკრებაც შედის, გადამწყვეტი იქნება:

“სეზონის წინ მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია. სეზონი კარგად უნდა დავიწყოთ. ამისთვის საჭიროა ფიზიკურად და ტაქტიკურად მომზადება. “ბრენტფორდის” რიგებში თამაშს მოუთმენლად ველი”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113907