რაგბი

11:17 | 4.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ერთ კვირაში ექსეტერში

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები, მომავალ კვირაში ინგლისში გაემგზავრება და შაბათ-კვირას ევროპის გრან პრის მესამე და დასკვნით, ექსეტერის ეტაპზე ითამაშებს.

კახა ალანიას შეგირდებმა მოსკოვსა და ლიონში მეცხრე ადგილი დაიკავეს, მაგრამ ჯამში იტალიასთან მეათე-მეთერთმეტე ადგილებს იყოფენ. ექსეტერში ქართველები გ ჯგუფში ითამაშებენ და მათი მეტოქეები ჯამში მესამე ადგილზე მყოფი რუსეთი, მეშვიდე ადგილოსანი ბელგია და მერვეადგილოსანი უელსი იქნებიან. ქართველები პირველ თამაშს რუსეთის წინააღმდეგ გამართავენ, რომელთანაც წელს არ უთამაშიათ, მერე ბელგიას ხვდებიან, რომელსაც პირველ, მოსკოვის ეტაპზე მე-9 ადგილისთვის 14:12 მოუგეს და ჯგუფურ ეტაპს უელსთან მატჩით დაასრულებენ, ვისთანაც იმავე მოსკოვში ჯგუფურ ეტაპზე 7:19 დამარცხდნენ.

ორი ეტაპის შემდეგ, გრან პრის, რომელიც პარალელურად 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადის შესარჩევი ეტაპიცაა, საფრანგეთი ლიდერობს და თუ ლიდერობა შეინარჩუნა, რიოს პირდაპირ საგზურს მიიღებს. ამ ეტაპზე მეორე ადგილზეა ესპანეთი - გრან პრის მეორეადგილოსანი რიოს საგზურის მსოფლიო შესარჩევში გადის, ხოლო დანარჩენები ექსტერის ეტაპიდან ერთი კვირის თავზე, 18-19 ივლისს პორტუგალიაში ჩავლენ და მსოფლიო რეპეშაჟის საგზურისთვის იბრძოლებენ. ინგლისმა მსოფლიო სერიიდან დიდ ბრიტანეთს უკვე მოუტანა ოლიმპიადის საგზური და ის და უელსი რიოს შესარჩევში არ მონაწილეობენ.

ამრიგად, ლისაბონში საქართველოს ნაკრების მთავარი კონკურენტები რუსეთი, ან ესპანეთი (გრან პრის მესამეადგილოსანი), გერმანია, პორტუგალია, ბელგია, ლიტვა, იტალია და ირლანდია იქნებიან, რომელმაც სპეციალურად ოლიმპიადისთვის 7-კაცა ნაკრები ჩამოაყალიბა და “ბ” დივიზიონის მოგებით, ევროპის შესარჩევში მსოფლიოს შესარჩევის საგზურისთვის იბრძოლებს. ლისაბონიდან 16-გუნდიან მსოფლიო შესარჩევში სამი მოწინავე გავა. რაც შეეხება გრან პრის, ჯამში მისი ბოლოადგილოსანი (ამჟამად ბოლო ადგილზე რუმინეთია), გაისად ქვედა დივიზიონში ითამაშებს.

2015 წლის ევროპის გრან პრი. მესამე ეტაპი

ექსეტერი (ინგლისი). 11-12 ივლისი

ა ჯგუფი

საფრანგეთი

გერმანია

პორტუგალია

რუმინეთი

11 ივლისი

საფრანგეთი - რუმინეთი

გერმანია - პორტუგალია

საფრანგეთი - პორტუგალია

გერმანია - რუმინეთი

საფრანგეთი - გერმანია

პორტუგალია - რუმინეთი

ბ ჯგუფი

ესპანეთი

ინგლისი

იტალია

ლიტვა

11 ივლისი

ინგლისი - იტალია

ესპანეთი - ლიტვა

ესპანეთი - იტალია

ინგლისი - ლიტვა

იტალია - ლიტვა

ესპანეთი - ინგლისი

გ ჯგუფი

ბელგია

რუსეთი

საქართველო

უელსი

11 ივლისი

ბელგია - უელსი

რუსეთი - საქართველო

ბელგია - საქართველო

რუსეთი - უელსი

ბელგია - რუსეთი

საქართველო - უელსი

12 ივლისი. პლეი ოფები

ევროპის გრან პრი 2015. სართო ცხრილი

გუნდი I ეტაპი II ეტაპი III ეტაპი ჯამი

საფრანგეთი 20 20 - 40

ესპანეთი 16 18 - 34

რუსეთი 18 10 - 28

ინგლისი 14 12 - 26

გერმანია 10 14 - 24

პორტუგალია 12 8 - 20

ბელგია 3 16 - 19

უელსი 8 2 - 10

ლიტვა 6 3 - 9

საქართველო4 4 - 8

იტალია 2 6 - 8

რუმინეთი 1 1 - 2

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122985