ჭადრაკი

19:31 | 3.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნინო ხომერიკი საუკეთესოა

პერსპექტიულმა ქართველმა მოჭადრაკე ნინო ხომერიკმა გუნდებს შორის მოსკოვში (რუსეთი) დასრულებულ დვორკოვჩის თასის ტრადიციულ გათამაშებაში 7 პარტიიდან 6 მოიგო და ტურნირის მონაწილეთა შორის საუკეთესიო შედეგი აჩვენა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს ნაკრები დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა, მაგრამ ბოლო ორ შეხვედრაში დამარცხების შემდეგ საბოლოოდ მეოთხე ადგილი დაიკავა. 1-3 ადგილები კი შესაბამისად დვორკოვიჩის საჭადრაკო სკოლის, ჩინეთისა და რუსეთის ნაკრებმა გუნდებმა დაიკავეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102094