ავტოსპორტი

15:46 | 1.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

„რედ ბული“ „რენოს“ ძრავის ტესტებით კმაყოფილია

„რედ ბული“ არ მალავს, რომ კმაყოფილია ავსტრიული ეტაპის შემდგომ, საფრანგეთში, დინამომეტრულ სტენდზე, „რენოს“ მიერ სატესტო ძრავისთვის ჩატარებული გამოცდების შედეგებით, რაც აშკარა პროგრესზე მიუთითებს. ფრანგული კომპანია ტესტებისთვის ერთცილინდრიანი ძრავის პროტოტიპს იკვლევს. ეს ძრავი კომპანიის კონსულტანტის, მარიო ილიენის მიერაა მომზადებული, რომელიც „რედ ბულმა“ სპეციალურად მოიწვია.

მაგრამ ტესტებზე გამოვლენილი პროგრესი არ ნიშნავს, რომ ეს ძრავი, “რედ ბულის“ განკარგულებაში მომავალ ეტაპებზევე იქნება. და მაინც, ავსტრიული გუნდის შეფი კრისტიან ჰორნერი კმაყოფილებას არ მალავს და ამბობს, რომ ბოლო ტესტებმა ოპტიმისტურ განწყობაზე დააყენა:

„ვფიქრობ, არის ასპექტები, რომლებიც აღფრთოვანების საფუძველს იძლევა. თუმცა ჯერ ძნელი სათქმელია, რეალობაში ეს რამდენად წინ წაგვწევს. შედარებისთვის ვიტყვი, რომ ეს იგივეა, თუ აეროდინამიკური გვირაბიდან, სიახლეს პირდაპირ ტრეკზე გადავიტანთ. და მაინც ფაქტია, რომ სტენდზე ბრწყინვალე შედეგები გვაქვს და ეს იმედს გვისახავს“.

ჰორნერი ამბობს, რომ ერთცილინდრიანი პროტოტიპის შემდეგ, სიახლეების გამოცდა V6 აგრეგატზე გაგრძელდება. ვირი-შატიიონში ჯერ მხოლოდ ერთცილინდრიანზე მუშაობენ, რაც ნიშნავს, რომ სიახლეების რეალურ აგრეგატზე გადატანა სწრაფად ვერ მოხერხდება. ამას რამდენიმე თვე დასჭირდება. თუმცა ჰორნერი იმედოვნებს, რომ სიახლეთაგან რამდენიმეს გუნდი სეზონის დასრულებამდე მიიღებს.

ჰორნერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს სიახლეები გუნდმა ამ სეზონშივე მიიღოს, რათა მომავალი სეზონისთვის მზადებისას, „რენოს“ და „რედ ბულს“ უკეთესი ბაზისი ჰქონდეთ. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ „რენომ“ ძრავის მოდიფიკაციისთვის გამოყოფილი პირობითი ქულები (ტოკენები) სრულად აითვისოს, რათა მომავალი სეზონის ტოკენები დაიზგოს.

http://autopanoramaf2.blogspot.com/

0.113942