სხვა

21:02 | 30.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

კახი კახიაშვილი ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს

30 ივნისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ძალოსნობის ფედერაციის რიგგარეშე საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა გაიმართა. ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობას ამ დრომდე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი - კახი კახიაშვილი ასრულებდა. კახიაშვილი იყო თბილისში აპრილში გამართული ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელიც.

კახი კახიაშვილი ძალოსნობის ფედერაციის არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი იყო. არჩევნებს 49 დელაგატიდან 41 დაესწრო და ერთადერთ კანდიდატს მხარი ერთხმად დაუჭირა. კახიაშვილი ფედერაციას 2016 წლის ბოლომდე უთავკაცებს, მერე კი ახალი არჩევნები დაინიშნება, რადგან ეს არჩევნები რიგგარეშე იყო.

არჩევნებს დაესწრო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძედა ძალოსნებს სამინისტროს მხარდაჭერა დაუდასტურა. არჩევნებს ასევე დაესწნენ ნაკრების მწვრთნელი - ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე, ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე, ვეტერანი და მოქმედი ძალოსნები.

ძალოსნებს წლეულს, 20-29 ნოემბერს ამერიკის ქალაქ ჰიუსტონში მსოფლიოს პირველობა ელით, სადაც რიოს ოლიმპიადის ლიცენზიებიც გათამაშდება.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116595