სხვა

14:04 | 30.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჭოლა ჭანტურიას მე-5 ადგილი მექსიკის ჩემპიონატში

მექსიკის ქალაქ ლეონში ჩატარდა მექსიკის ჩემპიონატი წყალში ხტომაში, სადაც მონაწილეობას იღებდა 9 ქვეყანა და მექსიკის 15 კლუბი, მათ შორის გვადალახარის კლუბი "ხალისკო", რომელშიც გამოდის ჭოლა ჭანტურია.

ჭოლამ საკვალიფიკაციო ეტაპზე დააგროვა 383 ქულა და ფინალში მე-8 შედეგით გავიდა, იქ კი მისთვის საუკეთესო შედეგი 412 ქულა მოიპოვა და მე-5 ადგილზე გავიდა.

ჭოლა ჭანტურია მექსიკაში მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შეკრებას გადის - ქართველი წყალში მხტომელი მექსიკელი მწვრთნელის მეთვალყურეობით ვარჯიშობს.

ჭოლა მექსიკიდან მოსკოვში გადაინაცვლებს და 13-19 ივლისს შეკრებას ალექსანდრე გუჯაბიძესთან ერთად გაივლის.

მსოფლიოს ჩემპიონატს რუსეთის ქალაქი ყაზანი 20 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. მსოფლიოს პირველობაზე რიოს ოლიმპიადის ლიცენზიას ინდივიდუალურ დისციპლინაში 12 საუკეთესო მიიღებს.

ჭოლას 12 სპორტსმენში მოხვედრა გაუჭირდება, თუმცა ლიცენზიის მოპოვების უკეთესი შანსი თებერვალში რიოში გასამართ სალიცენზიო მსოფლიოს თასზე ექნება, სადაც ოლიმპიადის საგზურს 18 სპორტსმენი მიიღებს.

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.113688