ფეხბურთი

18:05 | 29.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“გაბალას” მცველი: “ახალგაზრდა ქართველებთან თამაში ადვილი არ იქნება”

აზერბაიჯანის “გაბალას” მცველმა მაგომედ მირზაბეკოვმა უეფას ევროპა ლიგაზე თბილისის “დინამოსთან” მატჩამდე ინტერნეტპორტალ azerisport.com-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებთან თამაში იოლი არ იქნება.

- მატჩამდე რამდენიმე დღე დარჩა. “გაბალა” მზადაა?

- იმისთვის, რომ ის ფეხბურთი ვაჩვენოთ რაც გვსურს, მზად არ ვართ. დრო გვჭირდება. თუმცა, ზოგიერთი მომენტი გამოგვდის. მოედანზე ურთიერთგაგება ნელნელა მოდის.

- ევროპა ლიგაზე მეტოქის შესახებ რას ფიქრობთ?

- “დინამოს” შესახებ არაფერი ვიცი. მეტოქის თამაშს ვნახავთ და გავარჩევთ. “ინტერში” რომ ვიყავი შეკრებაზე ქართულ გუნდებთან გვითამაშია, მაგრამ “დინამოსთან” არა.

- თავად “დინამოთი” დაინტერესებულხართ?

- პრინციპში როგორი გუნდია ვიცი, მაგრამ დეტალებს და იმას თუ როგორ ფეხბურთს თამაშობს მალე შევიტყობ.

- საკმაოდ ახალგაზრდა გუნდი გელით. ამჟამინდელი მომზადების დონით მას დაძლევთ?

- როგორც ვიცი გუნდი ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ევროპა ლიგაა და იქ ახალგაზრდა ქართველებთანაც კი თამაში ადვილი არ იქნება.

- პირველ მატჩში როგორ შედეგს ელით?

- საუკეთესო შედეგი გამარჯვებაა.

- პირველი თამაში ხომ თბილისში გაიმართება..

- საშიში არაფერია. გამარჯვება იქაც შეიძლება და აქაც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113176