ფეხბურთი

22:00 | 23.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

რეინა ნეაპოლში დაბრუნდა

პეპე რეინა “ნაპოლიში” დაბრუნდა. “ლივერპულის” ყოფილმა მეკარემ გასული სეზონი მიუნხენის “ბაიერნში” გაატარა, დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი რეინა კვლავ “სან პაოლოზე” ითამაშებს. აღნიშნული ცნობა “ნაპოლის” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

“პეპე რეინამ სამედიცინო გამოკვლევა წარმატებით გაიარა და კვლავ კლუბის სრულუფლებიანი წევრია” – აღნიშნა კლუბის პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა.

32 წლის მეკარეს ასევე უთამაშია “ბარსელონაში”, “ვილიარეალსა” და “ლივერპულში”.

იგი 2005 წლიდან ესპანეთის ეროვნული ნაკრების წევრია და მის შემადგენლობაში 30-ზე მეტი მატჩი ჩაუტარებია.

თეგებიპეპე რეინა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112308