ფეხბურთი

16:39 | 23.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

"გალათასარაი" გლიკს შეუთანხმდა

იტალიური "ტორინოსა" და პოლონეთის ნაკრების ფეხბურთელი კამილ გლიკი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში სტამბოლის "გალათასარაიში"გადაბარგდება. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი sampiy10 იუწყება. ამავე წყაროს ცნობით, თურქული გუნდი და გლიკი პირად კონტრაქტზე უკვე შეთანხმდნენ და ტრანსფერის საბოლოო დადასტურებას მხოლოდ "ტორინოს" თანხმობა აკლია.

გლიკმა გასულ სეზონში თავი კარგი თამაშით გამოიჩინა. 27 წლის მცველმა სეზონში ჩატარებულ 44 მატჩში 8 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125582