ალბათ გახსოვთ, ადრე ვწერდით ცნობილ არგენტინელ მოდელსა და “ალბისელესტეს” დიდ ქომაგზე, ლული ფერნანდესზე, რომელმაც არგენტინის საფეხბურთო ნაკრებს სიყვარული და ერთგულება არაერთხელ დაუმტკიცა და ამის დასტურად არც მკერდის ამოყრა და ტიტლიკანობა დაუზარებია.
ამჟამად ლული რა თქმა უნდა თავითა და ფეხებით კოპა ამერიკის გათამაშებაზეა გადართული და დიდი იმედი აქვს, რომ ყოველთვის ძლიერი, მაგრამ მუდამ ბედოვლათი არგენტინის ნაკრები ამჯერად მაინც იპირველებს საკუთარ, სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე, რაც სულაც არაა ადვილი საქმე.
ლული ფერნანდესი ტრადიციულად სიურპრიზებს ჰპირდება არგენტინის ნაკრების ფეხბურთელებსა და ქომაგებს. თუკი მარტინოს შეგირდებმა შეძლეს და კოპა ამერიკაზე იჩემპიონეს, ლული ფერნანდესი არგენტინაში დაბრუნებულ ნაკრებსა და ქომაგებს აეროპორტში დედიშობილა დახვდება და მკერდს ისე აათამაშებს, როგორც ბედ-იღბალი ათამაშებს ადამიანს.







