ჭიდაობა

20:06 | 18.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

სამი მედალი ოთხი შესაძლებლიდან

2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო – ასეთია საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მონაგარი ბაქოს ევროპის თამაშებზე. რევაზ მინდორაშვილის გაწვრთნილი გუნდის წევრთაგან დღეს აზერბაიჯანულ ხალიჩაზე ბექა ლომთაძე (61 კგ), დავით ტლაშაძე (70 კგ), სანდრო ამინაშვილი (86 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) გავიდნენ და საბოლოოდ ოთხივემ მედლისთვის იჭიდავა.

ქართველთაგან ყველაზე შედეგიანად ბექა ლომთაძე გამოვიდა – დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრა. ქუთაისელმა მსუბუქწონოსანმა ფინალის გზაზე უკრაინელი ვასილი შუპტარი (12:1), რუმინელი ივან გუიდეა (6:3 4:5) და ბულგარელი რადოსლავ ველიკოვი (1:0 9:0) ჩამოიშორა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი რუს ალექსანდრ ბოგომოევთან სცადა შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში განცდილი მარცხის გამო რევანშის აღება, მაგრამ არ გამოუვიდა. პირველი პერიოდი ფრედ 6:6 დასრულდა. მეორეში კი უპირატესობას ბოგომოევი დაეუფლა და 4-ქულიან უპირატესობასაც დაეუფლა. ბექამ ერთიც გაიბრძოლა – საფინალო სირენამდე 18 წამით ადრე ჩამორჩენა შეამცირა (8:10), მაგრამ... ამ ილეთის შემდეგ მწვრთნელებს ეპიზოდის გაპროტესტება მოსთხოვა. მათაც დაუჯერეს და ვიდეოგანხილვამ აბსოლუტურად საპირისპირო შედეგი მოიტანა – 2 ქულა რუსს დაუწერეს, ზედ დაუკმაყოფილებელი პროტესტის საჯარიმო ქულაც წაამატეს და ლომთაძის ჩამორჩენა 5 ქულამდე გაიზარდა – 8:13. შეხვედრა ასევე დასრულდა.

დავით ტლაშაძემ (70 კგ), სანდრო ამინაშვილმა (86 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) უმაღლესი სინჯის მედლისთვის ბრძოლის შანსი ნახევარფინალში დაკარგეს.

დღის მეორე მედალი საერთო მონაგარს სანდრო ამინაშვილმა შემატა. ნაკრების დებიუტანტმა პირველსავე წრეში რუმინელ გეორგიტა სტეფანთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო და ეს ბრძოლაც (6:0 2:0) და მთელი შეჯიბრებაც შეხვეული თავით ჩაამთავრა. შემდეგ უკრაინელი დმიტრო როჩნიაკი (6:0 2:1) და სომხეთის ნაკრების წევრი მუსა მურთაზალიევიც (1:0 3:1) ჩამოიშორა. ფინალის საგზური კი მოლდოველ პიოტრ იანულოვთან თანაბარ ბრძოლაში დაკარგა (1:2 2:3).

რეპეშაჟის ფინალში ამინაშვილმა უნგრელ იშტვან ვერებთან პირველი სამწუთეული 0:2 წააგო. მცირე შესვენების შემდეგ კი მეტოქეს 3 უპასუხო ქულა აუღო და ევროდებიუტი ბრინჯაოთი აღნიშნა.

მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდა გენო პეტრიაშვილიც (125 კგ). მინდორაშვილის გუნდის უმძიმესმა წევრმა ოქრო-ვერცხლის შანსი მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონთან - ბელარუს ალექსანდრ შემაროვთან ფრით 5:5 დაკარგა. 21 წლის მძიმეწონოსანმა ნახევარფინალამდე ორი ძალიან ადვილი გამარჯვება მოიპოვა: მაკედონიელ ბობან დანოვთან (11:0) და უკრაინელ ოლექსანდრ ხოციანოვსკისთან (10:0). "ბრინჯაოს ფინალში” კი სომხეთის სახელით მოჭიდავე ლევან ბერიანიძეს დაეჭიდა და 2 პერიოდში 5 უპასუხო ქულა აუღო.

დავით ტლაშაძემ ევროტიტულისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი პოლონეთის სახელით მოჭიდავე მაგომედმურად გაჯიევთან 2 წუთსა და 18 წამში დაკარგა (0:10). იქამდე რუმინელ ადრიან მოისეს (1:0 5:0) და უკრაინელ ოლექსეი მელნიკს (0:1 4:0) სძლია. რეპეშაჟის ფინალში კი აზერბაიჯანის ნაკრების წევრთან – ევროპის შარშანდელ ჩემპიონ რუსლან დიბირგაჯიევთან დამარცხდა (0:4 2:2).

თავისუფალი ჭიდაობა

ევროპის თამაშები

ბაქო

17-18 ივნისი

57 კგ

1 ვიქტორ ლებედევი (რუსეთი)

2 მარსელ ევალდი (გერმანია)

3 ალექსანდრუ ჩირტოაკა (მოლდოვა)

3 სეზარ აკგული (თურქეთი)

61 კგ

1 ალექსანდრ ბოგომოევი (რუსეთი)

2 ბექა ლომთაძე (საქართველო)

3 ჰაჯი ალიევი (აზერბაიჯანი)

3 ვასილი შუპტარი (უკრაინა)

65 კგ

1 ტოგრულ ასგაროვი (აზერბაიჯანი)

2 ფრანკ ჩამიზო მარკესი (იტალია)

3 მუსტაფა კაია (თურქეთი)

3 ილიას ბეკბულატოვი (რუსეთი)

70 კგ

1 მაგომედრასულ გაჯიმაგომედოვი (რუსეთი)

2 მაგომედმურად გაჯიევი (პოლონეთი)

3 იაკუპ გორი (თურქეთი)

3 რუსლან დიბირგაჯიევი (აზერბაიჯანი)

5 დავით ტლაშაძე (საქართველო)

74 კგ

1 ანიუარ გედუევი (რუსეთი)

2 სონერ დემიტრაში (თურქეთი)

3 ჯაბრაილ ჰასანოვი (აზერბაიჯანი)

3 ჯუმბერ ყველაშვილი (საქართველო)

86 კგ

1 აბდულრაშიდ სადულაევი (რუსეთი)

2 პიოტრ იანულოვი (მოლდოვა)

3 სანდრო ამინაშვილი (საქართველო)

3 რადოსლავ მარცინკიევიჩი (პოლონეთი)

97 კგ

1 ხეთაგ გაზიუმოვი (აზერბაიჯანი)

2 ელიზბარ ოდიკაძე (საქართველო)

3 ვალერი ანდრიიცევი (უკრაინა)

3 აბდუსალიმ გადისოვი (რუსეთი)

125 კგ

1 ტაჰა აკგული (თურქეთი)

2 ალექსეი შემაროვი (ბელარუსი)

3 გენო პეტრიაშვილი (საქართველო)

3 ჯამალადინ მაგომედოვი (აზერბაიჯანი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124716