ჩოგბურთი

15:04 | 14.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

პანტიანის ტურნირი იტალიელმა მოიგო

პანტიანში დასრულებული 10-ათასიანი ტურნირის გამარჯვებული იტალიელი მარკო ბორტოლოტი გახდა, რომელმაც ფინალში ბრაზილიელ კაიო სილვას 7:5, 7:5 სძლია.

ცნობისთვის, ამ უკანასკნელმა ნახევარფინალში მე-5 ნომრად განთესილ გიორგი ცივაძეს 7:5, 6:2 სძლია.

ტურნირის ძირითად ბადეში კიდევ 5 ქართველი ჩოგბურთელი – შოთა მეფარიძე, გიორგი ჯავახიშვილი, ალექსანდრე მეტრეველი, ალექსანდრე ბაკში და ირაკლი მეტრეველი თამაშობდა, თუმცა, ნახევარფინალამდე მისვლა ვერცერთმა მოხერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118984