ფეხბურთი

11:52 | 13.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბეილი: “უესლმა გამარჯვება დაიმსახურა”

გუშინ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეექვსე ტურის შეხვედრები გაიმართა. ბ ჯგუფში უელსის ეროვნულმა ნაკრებმა შინ ბელგია 1:0 დაამარცხდა. ბრიტანელთა ლიდერმა გარეთ ბეილმა მატჩის შემდგომ მცირე კომენტარი გააკეთა.

“არ შემიძლია ახლა ავხსნა რას ვგრძნობ. ჩვენი გულშემატკივრები მსოფლიოში საუკეთესოები არიან. ამ მატჩისთვის ჩვენ კარგად მოავემზადეთ და საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენეთ. მოედნის თითოეულ მონაკვეთზე თავდაუზოგავად ვიბრძოდით. უელსმა ეს გამარჯვება დაიმსახურა”- ბეილის სიტყვებს შკყ შპორტს-ი ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ უელსმა ბელგიელები სწორედ გარეთ ბეილის გოლის წყალობით დაამარცხა. ბ ჯგუფში უელსი 14 ქულით პირველ ადგილს იკავებს, ხოლო ბელგია 11 ქულით მეორეზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120285