ფეხბურთი

16:17 | 29.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩის თურქული მომავალი

ფრანგული "პარი სენ ჟერმენის" შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა ზაფხულში სტამბულის "გალათასარაიში" გაბარგდეს. ამის შესახებ თურქული გამოცემა fanatik-ი აქტიურად იუწყება.

გამოცემის ცნობით, იბრაჰიმოვიჩი მზადაა გარემო შეიცვალოს და ამით სარგებლობას სტამბოლური გუნდი აპირებს. ფეხბურთელის გასამრჯელო არ სახელდება, თუმცა თურქი ჟურნალისტების ვარაუდით, დაბრკოლება ამაში ნამდვილად არ წარმოიშვება.

ბოლო პერიოდში იბრაჰიმოვიჩის პარიზიდან შესაძლო აბარგების შესახებ ბევრი დაიწერა. 33 წლის შვედი პსჟ-ს ღირსებას 2012 წლიდან მოყოლებული იცავს. აწ დასრულებულ სეზონში მან საფრანგეთის ლიგა 1-ში 24 ჩატარებულ მატჩში 19 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118923