ფეხბურთი

19:49 | 22.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

 “ვიტ ჯორჯია” გავარდა, ”მეტალურგი” პლეი ოფშია

პარასკევს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბოლო, 30-ე ტურის მატჩები გაიმართა. მთავარი ამბები ცხრილის ქვედა ნაწილში ხდებოდა. რუსთავის “მეტალურგმა” “ტორპედოსთან” ფრე ითამაშა და პლეი ოფში მოხვდა. მათ მწვრთნელ-ფეხბურთელებს დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ, რადგან უხელფასოდ, უშხაპოდ და საერთოდ, ყველანაირი პირობების გარეშე მაინც ჩაამთავრეს ჩემპიონატი და არაფერზე უწუწუნიათ.

“ვიტ ჯორჯია” გორში დამარცხდა და უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა. რუსთაველები პლეი ოფში 27 მაისს პირველი ლიგის მეორეადგილოსნებს - “ბორჯომსა” - “ლოკომოტივს” შორის გამარჯვებულს შეხვდებიან. ესენი კი ერთმანეთს შაბათს, “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე დაუპირისპირდებიან.

ბათუმის “დინამომ” მეზობელ “შუქურას” მოუგო და რადგან თბილისის დინამოელებთან უშუალო შეხვედრებში უპირატესობა ჰქონდა, მეორე ადგილი დაიკავა.

30- ტური. 22 მაისი

დილა (გორი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 3:0 (1:0)

1:0, 2:0 ირაკლი მოდებაძე (32, 78), 3:0 გიორგი ერისთავი (86)

მეტალურგი (რუსთავი) – ტორპედო (ქუთაისი) 1:1 (1:0)

1:0 რევაზ ბარაბაძე (42), 1:1 ოთარ კვერნაძე (80)

სიონი (ბოლნისი) – გურია (ლანჩხუთი) 3:2 (3:0)

1:0 დათა სიჭინავა (10), 2:0 გიორგი ჭანკოტაძე (27), 3:0 დათა სიჭინავა (34), 3:1, 3:2 თორნიკე მოსიაშვილი (72, 83)

დინამო (თბილისი) – ჩიხურა (საჩხერე) 3:0 (3:0)

1:0 გიორგი პაპუნაშვილი (12), 2:0 ლაშა თოთაძე (19), 3:0 ვახტანგ ჭანტურიშვილი (35)

შუქურა (ქობულეთი) – დინამო (ბათუმი) 1:3 (1:1)

0:1 თეიმურაზ შონია (26), 1:1 გიორგი ჩელებაძე (44), 1:2 გიორგი ბერიაშვილი (55), 1:3 ბორის მახარაძე (63, პენ)

კოლხეთი (ფოთი)– ცხინვალი 1:1 (0:1)

0:1 ნიკა კაჭარავა (28, პენ), 1:1 ნიკოლოზ სიჭინავა (86)

სამტრედიამერანი (მარტვილი) 4:2 (1:0)

1:0 სანდრო გურული (30), 2:0 გიორგი გაბედავა (48), 2:1 გოგა ფიფია (73), 2:2 აკაკი წყაროზია (75), 3:2 ლეონარდო რამოსი (82), 4:2 ალექსანდრე იაშვილი (86)

გაძევება: აკაკი წყაროზია (76, ორი ყვითელი)

ზესტაფონიზუგდიდი

(ზუგდიდს ტექნიკური 3:0)

დილა 30 19 7 4 50 21 29 64
დინამო ბთ 30 18 4 8 40 24 16 58
დინამო თბ 30 17 7 6 56 28 28 58
ცხინვალი 30 16 5 9 47 37 10 53
ჩიხურა 30 13 7 10 39 36 3 46
სამტრედია 30 13 6 11 40 31 9 45
ტორპედო 30 10 11 9 39 33 6 41
შუქურა 30 11 8 11 36 38 -2 41
გურია 30 10 9 11 38 43 -5 39
კოლხეთი ფ 30 9 10 11 31 31 0 37
მერანი 30 9 9 12 29 33 -4 36
ზუგდიდი 30 8 9 13 24 45 -21 33
სიონი 30 9 5

16

32 46 -14 32
მეტალურგი 30 6 8 16 25 46 -21 26
ვიტ-ჯორჯია 30 7 5 18 27 40 -13 26
ზესტაფონი 30 6 8 16 40 61 -21 26

მეგოლეები:

16 – ირაკლი მოდებაძე (დილა)

14 – გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

12 – ნიკა კაჭარავა (ცხინვალი)

11 - დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი),

10 –ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია), ოთარ კვერნაძე (ტორპედო)

9 – შოთა ლომია (ზუგდიდი)

8 – გიორგი ბერიაშვილი (დინამო ბათუმი), ლაშა შინდაგორიძე (ცხინვალი)

7 – ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია), კობა შალამბერიძე (გურია), გიორგი ჩირგაძე, ვახტანგ ჭანტურიშვილი (ორივე დინამო თბილისი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.116077