ფეხბურთი

16:30 | 22.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

სპერონიმ “კრისტალ პალასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

“კრისტალ პალასმა” არგენტინელ მეკარეს ხულიან სპერონის კონტრაქტი ერთი წლით გაუხანგრძლივა და სამხრეთამერიკელი გოლკიპერი გუნდს მომდევნო სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.

სპერონი უკვე მე-11 წელია რაც “არწივების” ღირსებას იცავს. არგენტინელი ლონდონურ კლუბს 2004 წელს “დანდიდან” შეუერთდა და მას შემდეგ გუნდის მაისურით 386 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112646