ფეხბურთი

16:07 | 22.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დერბი” ანჩელოტის თანაშემწეს წელიწადში 2 მილიონს სთავაზობს

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის თანაშემწემ პოლ კლემენტმა შესაძლოა ინგლისის ჩემპიონშიფის გუნდ “დერბის” თავკაცი სტივ მაკლერენი შეცვალოს.

კლუბი მზადაა ინგლისელ სპეციალისტს წელიწადში 2 მილიონი გირვანქა გადაუხადოს. ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა კლემენტი ჩემპიონშიფის ბინადარ გუნდს.

“ვერძებმა” 2014/15 წლების სეზონში ჩემპიონშიფში 77 ქულით მე-8 ადგილი დაიკავეს და პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში მოსახვედრად 1 ქულა დააკლდათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113072