ფეხბურთი

14:37 | 22.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” მაურის გაფორმებასთან ახლოსაა

იტალიური “მილანი”, რომელმაც მიმდინარე სეზონი წარუმატებლად ჩაატარა, მომავალი სეზონისთვის გუნდის გაძლერებას ეშურება. ავტორიტეტული გამოცემა “გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, “როსონერიმ” “პარმასთან” უკვე მიაღწია წინასწარ შეთანხმებას, “მერძევეთა” 19 წლის ნახევარმცველის, ხოსე მაურის “სან სიროზე” გადაბარგებასთან დაკავშირებით.

ლომბარდიელები ნიჭიერი მოთამაშის სანაცვლოდ ღრმა ფინანსურ კრიზისში მყოფ ემილიელებს 4 მილიონ ევროს გადაუხდიან. აღსანიშნავია, რომ “პარმასთან” მიმდინარე ხელშეკრულება მაურის გაისად ეწურება.

ხოსე მაური “ენიო ტარდინიზე” 2013 წელს გამოჩნდა. წლეულს კი გუნდის ძირითად შემადგენლობაშიც მოახერხა დამკვიდრება. მან 31 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. მათ შორის ერთი, “იუვენტუსის” კარში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116057