ფეხბურთი

13:16 | 22.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“გენტის” ისტორიული გამარჯვება

ბელგიის 2014/15 წლების სეზონის იუპილერ ლიგის გამარჯვებული “გენტი” გახდა. კლუბმა 151-წლიანი არსებობის შემდეგ ბელგიის ჩემპიონობა პირველად იზეიმა.

21 მაისს “გენტმა” შინ “გელამკო არენაზე” ლიეჟის “სტანდარტი” 2:0 დაამარცხა და ერთი ტურით ადრე უახლოეს მდევარ “ბრიუგეს” 5 ქულით გაუსწრო.

სპორტული კლუბი “გენტი” 1864 წელს დაარსდა, ხოლო საფეხბურთო გუნდი – 1990 წელს. გუნდის მეტსახელია “ბუფალოელები”.

“გენტმა” ბელგიის ჩემპიონატში ვერცხლის მედალი 1954/55 და 2009/10 წლებში დაისაკუთრა. თასის გამარჯვებული 1963/64, 1983/84 და 2009/10 წლების სეზონში გახდა.

თეგები“გენტი”
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112614