სხვა

12:56 | 22.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინს მიზნამდე ერთი მოგება აშორებს

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოზე დადებით ბალანსს (კაჩი-კოში) მიუახლოვდა. ჩვენებურმა 6 მარცხის მე-7 გამარჯვება იზეიმა და წოდებაში დასაწინაურებლად დარჩენილი 2 ბრძოლიდან ერთის მოგებაც ეყოფა.

გასულ ორთაბრძოლაში ტოჩინოშინი დასავლეთის მე-5 მაეგაშირა ტამავაშის გაეჯიბრა და მონღოლი სეკიტორი იორიკირით დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ თავად გორგაძე დასავლეთის პირველი მაეგაშირას წოდებით ირჯება და თუკი კაჩი-კოში დააფიქსირა, დიდი ალბათობით, სანიაკუს (პირობითი კატეგორია, რომელშიც 4 უმაღლესი წოდების – იოკოძუნა, ოძეკი, სეკივაკე, კომუსუბი – მქონე სუმოისტები არიან გაერთიანებულნი) წევრი გახდება.

ტოჩინოშინს დადებითი ბალანსის დაფიქსირება მომდევნო შერკინებაშივე შეეძლება, როდესაც ძალებს აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა კაისეისთან მოსინჯავს. ცნობისთვის, ბრაზილიელი სეკიტორი 10 მოგებით ნაცუ ბაშოს მოგების კანდიდატად რჩება და ცხადია, ქართველთან იოლად არაფერს დათმობს.

სამწუხაროდ, წოდებაში დაქვეითებას ვერ გადაურჩება გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი, რომელმაც 5 მოგების წილ მე-8 მარცხი განიცადა. აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდების მქონე გაგამარუმ დასავლეთის მე-14 მაეგაშირა კიოკუტენჰოსთან კატასუკაშით წააგო. ჯუღელის შემდეგი მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-15 მაეგაშირა კოტოიუკი იქნება.

ამ დროისთვის, 11 მოგებით მაისის სუპერტურნირს სათავეში იოკოძუნა ჰაკუჰო ჩაუდგა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114566