ჩოგბურთი

12:54 | 22.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

სოდერლინგი: “რაფა “როლან გაროსის” ფავორიტი არ არის”

მსოფლიოს ყოფილმა მეოთხე ნომერმა შვედმა რობინ სოდერლინგმა, ერთადერთმა ჩოგბურთელმა ვისაც “როლან გაროსის” კორტებზე რაფაელ ნადალი დაუმარცხებია, განაცხადა, რომ წელს ნადალი საფრანგეთის ღია პირველობის ფავორიტი არ არის.

“ბევრს მეკითხებიან ნადალთან “როლან გაროზე” მოგებული თამაშის შესახებ, მაგრამ მე სხვა რაღაცებითაც ვარ ამაყი, ვიყავი საუკეთესო 5 ჩოგბურთელში და 2-ჯერ დიდი სლემის ტურნირის ფინალში ვითამაშე. დარწმუნებული ვარ, წელს ჯოკოვიჩს შეუძლია საფრანგეთის ღია პირველობის მოგება. პირველადაა, როცა ნადალი ამ ტურნირზე ფავორიტი არ არის. რა თქმა უნდა, რაფაელის დამარცხება 5-სეტიან მატჩში გრუნტის საფარზე წარმოუდგენელია, მაგრამ ეს რომ წელს მოხდეს, - არ გამიკვირდება”- განაცხადა სოდერლინგმა.

შეგახსენებთ, რომ რობინ სოდერლინგმა რაფაელ ნადალი 2009 წლის “როლან გაროსის” მეოთხე წრეში დაამარცხა. ეს ესპანელისთვის 10 წლის განმავლობაში საფრანგეთის ღია პირველობაზე ერთადერთი მარცხია.

სოდერლინგი ამჟამად მონონუკლეოზის მძიმე დაავადებას ებრძვის, რის გამოც ჩოგბურთელს 2011 წლის შემდეგ აღარ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117964