კალათბურთი

11:22 | 22.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მეომრებმა” მეორეც მოიგეს (+VIDEO)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეორე მატჩი გაიმართა.

“გოლდენ სტეიტი” საკუთარ დარბაზში “ჰიუსტონ როკეტს” დაუპირისპირდა. შეხვედრა ოკლდენდელთა უპირატესობით მიდიოდა, მაგრამ ტეხასელები მეტოქეს დიდი ანგარიშით წინ გასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. შეხვედრის დასრულებამდე 33 წამით ადრე დუაიტ ჰოვარდმა 2 ქულიანი ჩააგდო და სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა (99:98). “მეომრებმა” შეუტიეს მაგრამ უშედეგოდ, შეხვედრის დასრულებამდე 10 წამიღა იყო დარჩენილი, ბურთი ჯეიმს ჰარდენს ჰქონდა, მაგრამ ოკლენდელთა კარგი დაცვის და ჰარდენის ცოტა დაბნეულობის გამო საფინალო სირენა ისე გაისმა, რომ ჰარდენმა სროლაც ვერ მოასწრო. საბოლოოდ “მეომრებმა” 99:98 იმარჯვეს. “გოლდენ სტეიტში” საუკეთესო 33 ქულით სტეფ კარი გახლდათ. ჰარდენს სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა (38 ქულა, 10 მოხსნა, 9 პასი). სერიაში “გოლდენ სტეიტი” 2:0 დაწინაურდა. მესამე შეხვედრა ამჯერად ტეხასში 24 მაისს გაიმართება.

“გოლდენ სტეიტ უორიორსი” – “ჰიუსტონ როკეტსი” 99:98 (36:28, 19:27, 22:20, 22:23)

“გოლდენ სტეიტი”: კარი (33 ქ. 6 პ.), ბოგუტი (14 ქ. 8 მ. 5 ბ.), ტომპსონი (13 ქ.), გრინი (12 ქ. 8 მ.), ლივინგსტონი (8 ქ.), ბარნსი (7 ქ.), იგუადალა (6 ქ. 6 პ.), ბარბოსა (4 ქ.), ეზელი (2 ქ.)

“ჰიუსტონი”: ჰარდენი (38 ქ. 10 მ. 9 პ. 3 ჩ.), ჰოვარდი (19 ქ. 17 მ.), ჯონსი (12 ქ.), სმიტი (10 ქ.), ტერი (9 ქ.), არიზა (7 ქ.), ბრიუვერი (3 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=nnDG5eWnzuI

სერიაში ანგარიშია 2:0

0.111756