კალათბურთი

11:16 | 22.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

„წყალტუბომ“ საუკეთესო ორეულში ადგილი დაიმკვიდრა

კალათბურთში „ა“ ლიგის ბოლო მე-10 ტური წყალტუბოში ადგილობრივ გუნდსა და „დილას“ მატჩით გაიხსნა.

მიმდინარე ჩემპიონატში „წყალტუბო“ პირველი-მეორე ადგილისათვის იბრძვის, ხოლო „დილა“ ბოლო ადგილზე იმყოფება. როგორც მოსალოდნელი იყო, ფავორიტად მიჩნეულმა მასპინძლებმა სტუმრებს შანსი არ დაუტოვეს, ოთხივე მეოთხედი მოუგეს და საბოლოოდ 20 ქულის სხვაობით 86:69 დაამარცხეს.

ამ გამარჯვებით „წყალტუბომ“ საუკეთესო ორეულში ადგილი დაიმკვიდრა და „კაკტუსსა“ და „არენა-76“-ს შორის გამარჯვებულ გუნდთან ერთად სუპერლიგაში მეშვიდე-მერვე ადგილებზე გასულ „ოლიმპთან“ და „სოხუმთან“ უმაღლეს ლიგის ორი საგზურისათვის გააგრძელებს ბრძოლას.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 33 ქულა „წყალტუბოს“ უკანახაზელმა გიორგი კუჭავამ დააგროვა. სტუმართა შორის თავი ვეტერანმა კალათბურთელებმა გამოიჩინეს. მძიმე ფორვარდი ზვიად ბაბიაშვილი 20 ქულით თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო, ხოლო ცენტრალურმა თავდამსხმელმა დავით მუშკუდიანმა 10 ქულითა და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

წყალტუბო - დილა 86:69

(26:17, 25:15, 20:19, 15:18)

ამ ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა ხვალ გაიმართება, რომელსაც სპორტის სასახლე უმასპინძლებს. „კაკტუსი“ „არენა-76“-ს, ხოლო „სეუ-ჰიუნდაი“ თსუ-ს დაუპირისპირდება.

გუნდი მ/წ. ბურთები ქულა
1 წყალტუბო 10 8 / 2 819 / 706 18
2 არენა-76 9 7 / 2 749 / 666 16
3 კაკტუსი 9 6 / 3 711 / 676 15
4 თსუ 9 3 / 6 698 / 735 12
5 სეუ-ჰიუნდაი 9 3 / 6 699 / 780 12
6 გორის დილა 10 1 / 9 754 / 867 11
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116136