ფეხბურთი

2:29 | 22.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი (+VIDEO)

“ვიტესის” ქართველმა ლეგიონერმა ვაკო ყაზაიშვილმა მორიგი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა. “ზვოლესთან” გასვლით თამაშში ვაკომ გოლი და საგოლე პასი მიითვალა, მისმა გუნდმა კი 2:1 იმარჯვა (VIDEO).

შეგახსენებთ, რომ არნემელები უეფა-ს ევროპის ლიგის პლეი-ოფში ჩაებნენ და “ზვოლესთან” გასვლით მატჩში მიზნისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. 24 მაისს “ვიტესი” შინ ითამაშებს და თუკი უპირატესობა შეინარჩუნა, დასკვნით ეტაპზე გავა, სადაც “ფეინოორდს” და “ჰერენვეენს” შორის უმჯობესს გაეჯიბრება (როტერდამელებმა სტუმრად პირველი მატჩი 0:1 წააგეს).

ზვოლეს IJsseldelta Stadion-ზე ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს და უპირატესობას 68-ე წუთამდე ინარჩუნებდნენ, სანამ ყაზაიშვილის პასით მარკო ვეინოვიჩი არ შეაგდებდა. 74-ე წუთზე მასპინძელთა კარი უკვე თავად ქართველმა დალაშქრა. ვაკო ბრაზილიელი უოლესის გადაცემის შემდეგ, მცველს ოსტატურად გასცდა და მეკარეს აუღებელი დაურტყა.

ყაზაიშვილმა, ისევე, როგორც არნემელთა ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ, შეუცვლელად ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117585