ჩოგბურთი

23:04 | 21.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართული წყვილი ფინალში ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელები სოფო შაფათავა და ეკატერინე გორგოძე იტალიის ქალაქ კასერტაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ფინალში ითამაშებენ.

მე-4 ნომრად განთესილი ქართული წყვილი ნახევარფინალში მე-2 რეიტინგის მქონე რუმინულ-უნგრულ დუეტს (ბუზეანი-იანი) დაუპირისპირდა და 6:1, 6:3 სძლია.

გადამწყვეტ მატჩში ქართველი გოგონები მე-3 ნომრად მიჩნეულ იტალიურ-თურქულ (მატეუჩი-სოილუ) წყვილს გაეჯიბრებიან.

ამ უკანასკნელთ ნახევარფინალში სოფო ქვაცაბაია და ბულგარელი ისაბელა შინიკოვა 6:3, 6:2 დაამარცხეს.

ერთეულთა ტურნირს ქართველთაგან მხოლოდ გორგოძე გახლდათ შემორჩენილი, რომელმაც მეოთხედფინალში ხსენებულ სოილუსთან (მე-7 განთესვა) 3:6, 6:4, 3:6 წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122411