ჩოგბურთი

22:39 | 21.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა ნახევარფინალში დამარცხდა

ქართველი ოქსანა კალაშნიკოვა და რუსი ევგენია როდინა გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) ფინალს მიღმა დარჩნენ.

ნახევარფინალურ შეხვედრაში ოქსანა და ევგენია მე-2 ნომრად განთესილ ტაივანელ ჩანს და ესპანელ მედინა გარიგესს გაეჯიბრნენ და 2:6, 6:7 (6:8) წააგეს.

ნიურნბერგის ტურნირზე კალაშნიკოვამ და როდინამ 110-110 ქულა გამოიმუშავეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124513