ჩოგბურთი

22:04 | 21.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეოთხედფინალში მხოლოდ ჯავახიშვილმა გააღწია

პანტიანში მიმდინარე 10-ათასიანი საჩოგბურთო ტურნირის მეოთხედფინალში ერთადერთმა ქართველმა გააღწია. გიორგი ჯავახიშვილმა მე-6 ნომრად განთესილ იტალიელ მატეო მარფიას 6:2, 6:1 სძლია და შემდეგ წრეში პირველი განთესვის მქონე პოლონელ გჟეგოჟ პანფილს გაეჯიბრება.

მერვედფინალში დაასრულეს ასპარეზობა ირაკლი მეტრეველმა და გიორგი ცივაძემ. პირველი მე-4 ნომრად მიჩნეულ იტალიელ მარკო ბორტოლოტისთან 6:1, 3:6, 2:6 დამარცხდა, ხოლო მეორე – ჰოლანდიელ ლენერტ ვან დერ ლინდენთან – 3:6, 2:6.

წყვილებში ალექსანდრე ბაკში და ნიკა დოლიძე პირველი რეიტინგის მქონე მონაკოურ-იტალიურ დუეტთან (ბალერე-ბორტოლოტი) 3:6, 6:7 (5:7) დამარცხდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114899