ჭადრაკი

21:12 | 21.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

გრანპრის ერთპიროვნული ლიდერი ხანტი-მანსიისკში აუტსაიდერია

რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკში მიმდინარე ვაჟ მოჭადრაკეთა გრანპრის გათამაშების მეოთხე ეტაპზე მეშვიდე ტურის პარტიები გათამაშდა.

ძალიან ცუდად თამაშობს სამი ეტაპის შემდეგ ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერი რუსი ევგენი ტომაშევსკი, რომელსაც 252 ქულა ჰქონდა და უახლოეს მდევარს ფაბიანუ კარუანას რომელსაც მისი გადასწრება შეეძლო 22 ქულით უსწრებდა. მეოთხე ეტაპზე ტომაშევსკის 7 ტურის შემდეგ 2,5 ქულა აქვს და ბოლოსწინა XI ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება კარუანას, მას 5 ქულა აქვს და ერთპიროვნული ლიდერია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ტომაშევსკის მეოთხე ეტაპის დასრულების შემდეგ გრანპრის ტურნირში გამარჯვება ძალიან გაუჭირდება. ასპარეზობის დასრულებამდე დარჩენილია 4 ტური.

აღნიშნულ ტურში ბაადურ ჯობავა მეორე ადგილზე მყოფ სერგეი კარიაკინს ეთამაშებოდა, ქართველმა მოჭადრაკემ მიმდინარე ტურნირზე ზედიზედ მეექვსე ყაიმი გააკეთა, გრიშჩუკთან და გირთან ერთად 3-3 ქულა აქვს და VIII-X ადგილებს ინაწილებს. მერვე ტურში ჯობავას მეტოქე ამერიკელი ჰიკარუ ნაკამურა იქნება, რომელიც ქართველ მოჭადრაკეს ქულით უსწრებს. ჯობავა თეთრებით ითამაშებს.

მეშვიდე ტურის ტექნიკური შედეგები

ფაბიანუ კარუანა (იტალია) – ბორის გელფანდი (ისრაელი) 0,5-0,5

სერგეი კარიაკინიი (რუსეთი) – ბაადურ ჯობავა (საქართველო 0,5-0,5

ლემიერ დომინგეს პერესი (კუბა) – პიოტრ სვიდლერი (რუსეთი) 1-0

დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი) – ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი) 0,5-0,5

ჰიკამუ ნაკამურა (აშშ) – მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) 1-0

ანიშ გირი (ჰოლანდია) – ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი) 1-0

მერვე ტურის შეხვედრათა განრიგი

გელფანდი – სვიდლერი

ტომაშევსკი – დომინგეს პერესი

ვაშიე – ლაგრავი – გირი

ჯობავა – ნაკამურა

გრიშჩუკი – კარიაკინი

კარუანა – იაკოვენკო

სატურნირო მდგომარეობა 7 ტურის შემდეგ

I კარუანა 5 ქულა

II-III კარიაკინი, დომინგეს პერესი 4,5-4,5

IV-V სვიდლერი, ნაკამურა 4-4

VI-VII იაკოვენკო, გელფანდი 3,5-3,5

VIII-X ჯობავა, გრიშჩუკი, გირი 3-3

XI ტომაშევსკი 2,5

XII ვაშიე ლაგრავი 1,5

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120628