ფეხბურთი

20:59 | 21.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

"შალკე" "ბაიერნის" ფეხბურთელს იწუნებს

გერმანიის ბუნდესლიგის ბინადარი გელზენკირხენის "შალკე" მიუხენის "ბაიერნის" საკუთრებაში მყოფ მცველს, იან კირხოფს არ გამოისყიდის. ამის შესახებ გერმანული მედია იუწყება. კირხოფი "ხუმარების" რიგებში 2014 წლის ზამთარში იჯარით გადავიდა, თუმცა როგორც ჩანს, კლუბის მესვეურებს თავი წელიწადნახევრის განმავლობაში ვერ მოაწონა.

მიმდინარე სეზონში გერმანელმა მცველმა ბუნდესლიგაში მხოლოდ 14 შეხვედრა ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.

იან კირხოფმა "ბაიერნში" 2013-2014 წლების სეზონის პირველ ნახევარში 7 მატჩი ითამაშა, მანამდე კი "მაინცის" შემადგენლობაში ასპარეზობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116324