ავტოსპორტი

16:18 | 21.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მონაკოს ტრეკი ოდნავ დამოკლდა

მონაკოს ტრეკი ისედაც ყველაზე მოკლე იყო ფ1-ის კალენდარში და ამერიდან, კიდევ რამდენიმე მეტრით დამოკლდა. მოდფიკაცია მოსახვევ „ტაბაკში“ ჩატარდა, რის შემდეგაც, მასში შესვლას პილოტები უწინდელზე ოდნავ ადრე დაიწყებენ. მარცხენა მოსახვევი, რომელსაც საცურაო აუზის სწორი მოჰყვება, ყურის ნაპირისკენ 2.5 მეტრით გასწიეს.

ტაბაკის მოდფიკაცია მას შემდეგ გადაწყდა, რაც იქ 2013 წლის რბოლისას, ერთმანეთს პასტორ მალდონადო და მაქს ჩილტონი შეეჯახნენ. ამის შედეგად, გარდა იმისა, რომ ტრეკის ეს მონაკვეთი ნამსხვრევებით გაივსო, დაზიანდა დამცავი ზღუდეც, რომელმაც გზა პრაქტიკულად გადაკეთა. ამის გამო, რბოლა შეჩერდა.

მოდიფიკაციის შემდეგ, ტრეკის სიგრძე სამი მეტრით, 3 337 მეტრამდე შემცირდა. მაგრამ რბოლის წრეების რაოდენობა უცვლელი დარჩა - 78. მონაკოს დიდი პრიზი კვლავაც იქნება ყველაზე მოკლე რბოლა - მასში 260 კილომეტრია გასავლელი, როცა ჩვეულებრივ, რბოლების სიგრძე 305 კილომეტრზე მეტია ხოლმე. ამის მიზეზი ისაა, რომ სრული დისტანციის შემთხვევაში, დაირღვევა დიდი პრიზების რბოლების ერთ-ერთი უძველესი წესი - რბოლა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდება.

გარდა ამისა, გასული სეზონის რბოლის შემდეგ, ტრეკის საფარის დიდი ნაწილი განახლდა. ახალი ასფალტი დაიგო სტარტ/ფინიშის სწორზე, კაზინოს სექტორში, გვირაბის შესასვლელში, საცურაო აუზთან და პიტლეინზე.

http://autopanoramaf2.blogspot.com/

0.116212