სხვა

16:19 | 21.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯინოს სამოთხეში ბათუმელებმა გაიმარჯვეს

ქვიშის ხელბურთში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი, რომელიც თბილისსის ზღვაზე, აკვაპარკ ჯინო პარადაიზში გაიმართა, მოიგო ბათუმის გუნდმა. მეორე ეტაპი 5-7 ივნისსაა დანიშნული ყვარელში. საქართველოს 2015 წლის ჩემპიონის ვინაობა კი 4 ეტაპის ჯამში გაირკვევა.

„ჯინოს თასზე“ კაცების 9 და ქალთა 3 გუნდი შეგროვდა. კაცთა ფინალში ბათუმის გუნდმა მოუგო საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებს, რომელიც ჩემპიონატში უკონკურსოდ მონაწილეობს და ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატისთვის ემზადება. ბათუმელებმა ეტაპის მოგებისთვის მოგებული 80 ქულa მიიღეს, ხოლო მეორე ადგილისთვის სარგო 70 პუნქტი ყვარლის გუნდს ჩაეწერა. მესამე ადგილზე გავიდა გორი. გოგონათა ტურნირში სულ სამი გუნდი იყო - აქედან ერთი, ნაკრები, უკონკურსოდ. შარშანდელმა ჩემპიონმა, ყვარელმა მოუგო ფოთს და პირველი ეტაპი მოიგო.

2015 წლის შეჯიბრება რიგით მეორე საქართველოს ჩემპიონატია ჩემპიონატია. პირველი 2014 წელს გაიმართა და თბილისის ქორებისა და ყვარლელი გოგონების გამარჯვებით დასრულდა. 2015 წლის მეორე ეტაპი ყვარელში გაიმართება - ამ ტურნირის შემდეგ ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი მამუკა მჟავანაძე დაასახელებს გუნდს, რომელიც 26-27 ივნისს, ესპანეთის კურორტ ლიორეტ დელ მარში, ევროპის ცხრამეტწლამდელთა ჩემპიონატზე გამოვა. აქ სულ 9 გუნდი ითამაშებს - ჩვენი ნაკრები ჯგუფში უნგრეთთან, ხორვატიასთან, თურქეთთან და პორტუგალიასთან მოხვდა.

რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატს, ის ყვარლის ეტაპის შემდეგ აგვისტოში, ურეკში გაგრძელდება და სექტემბერში, ბათუმში დასრულდება.

ქვიშის ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი. ჯინოს თასი. თბილისის ზღვა, 17-19 მაისი. კაცები. 1. ბათუმი - 80 ქულა (2. ნაკრები) 3. ყვარელი 70, 4. გორი 60, 5. სამტრედია 50, 6. ქუთაისი 40, 7. რუსთავი 30, 8. იმედი 20, 9. საქართველოს უნივერსიტეტი 10. ქალები. 1. ყვარელი 20 ქულა 2. ფოთი 10 (3. ნაკრები)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115626