თამაშგარე

10:39 | 21.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩავის ცოლის დარდები

ერთობ ხმამაღალ და შეიძლება ითქვას რომ სკანდალურ განცხადებას აკეთებს კატალონიის “ბარსელონას” უბერებელი ნახევარმცველის, ჩავის მეუღლე, ნურია კანილერა, რომელიც ამბობს, რომ მოხარული იქნება თუკი მისი ქმარი სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთში არ დარჩება.

ნურია კანილერას თქმით, იგი წლების განმავლობაში აკვირდება თავის ქმარს და უკვე საბოლოოდ დაასკვნა, რომ ჩავის ჯამრთელობასა და ნერვიულ სისტემას თუკი რამე უქმნის საფრთხეს – ეს პირველ რიგში სწორედ ფეხბურთია. თუმცა, ამასთან ერთად, ჩავის ცოლი იმასაც ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ჩავი მიიღებს.

სხვათა შორის, დღემდე არაერთი ცნობილი ფეხბურთელის ცოლს უთქვამს, რომ დიდი სურვილი აქვთ ქმრებმა ფეხბურთი სამუდამოდ მიივიწყონ და უმრავლესობის არგუმენტი სწორედ ჩავის ცოლის სიტყვების იდენტურია. ყველა ქალს უნდა ჯანმრთელი და მშვიდი ქმარი ჰყავდეს, მაგრამ აბა ახლა თავად ფეხბურთელებს ჰკითხეთ, შეუძლიათ კი მათ უფეხბურთოდ ცხოვრება?...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.174975