ჭადრაკი

22:25 | 20.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბაადურ ჯობავამ ზედიზედ მეხუთე ყაიმი გააკეთა

მე-6 ტურის პარტიები გათამაშდა ვაჟთა შორის ჭადრაკში გრან პრის გათამაშების მეოთხე დასკვნით ეტაპზე, რომელსაც ქალაქი ხანტი-მანსიისკი მასპინძლობს. საქართველოს წარმომადგენელი ბაადურ ჯობავა თეთრებით რუს დმიტრი იაკოვენკოს ეთამაშებოდა. შეხვედრა ყაიმით დასრულდა. პირველ ტურში იაკოვენკოს თანამემამულე ევგენი ტომაშევსკისთან დამარცხების შემდეგ ჯობავამ აღნიშნულ ტურნირზე ზედიზედ მეხუთე ყაიმი გააკეთა და გრიშუკთან და ტომაშევსკისთან ერთად VIII-X ადგილებს ინაწილებს.

შესანიშნავად თამაშობს იტალიელი ფაბიანო კარუანა, რომელმაც ამჯერად შავებით ასპარეზობის ერთ-ერთ რეიტინგ ფავორიტ ალექსანდრ გრიშუკს მოუგო, 4.5 ქულა დააგროვა და ტურნირის ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა.

მე-6 ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები

ალექსანდრე გრიშუკი (რუსეთი) - ფაბიანო კარუანა (იტალია) 0:1

ბორის გელფანდი (ისრაელი) - ლემიერ დომინგეს პერესი (კუბა) 0.5:0.5

პიოტრ სვიდლერი (რუსეთი) - ანიშ გირი (ჰოლანდია) 0:1

მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) - სერგეი კარიაკინი (რუსეთი) 0:1

ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი) - ჰიკარუ ნაკამურა (აშშ) 0.5:0.5

ბაადურ ჯობავა (საქართველო) - დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი) 0.5:0.5

სატურნირო მდგომარეობა 6 ტურის შემდეგ

I კარუანა - 4.5 ქულა

II-III კარიაკინი, სვიდლერი - 4-4

IX დომინგეს პერესი - 3.5

V-VII ნაკამურა, იაკოვენკო, გელფანდი 3-3

VIII-X ჯობავა, გრიშუკი, ტომაშევსკი 2.5-2.5

XI გირი - 2

XII ვაშიე-ლაგრავი - 1.5

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114945