ფეხბურთი

18:14 | 19.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

რეინა "სან პაოლოზე" ბრუნდება

ინგლისური "ლივერპულის" საკუთრებაში მყოფი და ამჟამად მიუნხენის "ბაიერნში" მოასპარეზე ესპანელი მეკარე პეპე რეინა შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს იტალიურ "ნაპოლიში" დაბრუნდეს. ამის შესახებ იტალიური გამოცემა il mattino იუწყება. ამავე წყაროს ცნობით, მხარეებს წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეული აქვთ და პირენელი კიპერის ნეაპოლში დაბრუნება დროის ამბავია.

რეინა, რომელიც 2005-2013 წლებში "ლივერპულის" შეუცვლელი მეკარე გახლდათ, "ნაპოლიში" 2013-2014 წლებში უკვე თამაშობდა. გასულ ზაფხულს კი მან მიუნხენს მიაშურა და მთელი სეზონი მანუელ ნოიერის დუბლიორად გაატარა. პეპემ ბუნდესლიგაში მხოლოდ 3 შეხვედრა ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129892