ფეხბურთი

15:06 | 19.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყენია: “თამაში უნდა გავაუმჯობესო”

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და პრაღის “სლავიას” შემტევმა ნახევარმცველმა ლევან ყენიამ ჩეხური კლუბის ვებგვერდთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თამაში უნდა გააუმჯობესოს.

- “სლავიას” რიგებში ლამაზი გოლი გაიტანეთ. ამასთანავე, ყველაფერი მარტო გააკეთეთ...

- ბურთი რომ მივიღე წინ სწრაფად წავიწიე. ამის შემდეგ დავინახე, რომ მეკარე ოდნავ წინ გამოსულიყო და დავარტყი.

- საბოლოოდ, რაც ჩაიფიქრეთ ის გამოგივიდათ?

- კარში რომ ურტყამ ყოველთვის გოლის გატანა გინდა. ამჯერად, ეს საკმაოდ კარგად გამომივიდა.

- მეორე ტაიმში შეგცვალეს, რადგან დაღლილი გამოიყურებოდით...

- ეს სიმართლეა. მეორე ტაიმში პირველის მსგავსად წარმატებით ვერ ვთამაშობდი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ძირითადად ისე ხდება, რომ მატჩის მეორე ნახევარში ბევრი რამ არ გამომდის. თამაში უნდა გავაუმჯობესო, უფრო აგრესიული ვიყო და წინ სწრაფად წავიდე, ისე როგორც ამას პირველ ტაიმში ვაკეთებ.

- შეცვლა თავად მოითხოვეთ?

- მწვრთნელმა გადაწყვიტა შევეცვალე, რადგან იდეალურად არ გამოვიყურებოდი. რა თქმა უნდა, ყოველთვის ბოლომდე თამაში მინდა. შესაძლებელია, მთელი მატჩის ჩასატარებლად მზად არ ვარ. თუმცა, ვგრძნობ, რომ მომავალში ამას გამოვასწორებ.

- “დუკლას” ჩეხეთის უმაღლეს ლიგაში დაბრუნების შემდეგ “სლავია” ჯერ არ დაუმარცხებია. ამის შესახებ იცოდით?

- არ ვიცოდი. თუმცა, კარგია, რომ ეს სერია გავაგრძელეთ.

- მატჩის მსვლელობის კონკურენტების შედეგების შესახებ ინფორმაცია გქონდათ?

- “ჰრადეცისა” და “ბუდევიცეს” შედეგები არ ვიცოდით. პირველი ტაიმის მერეც, ამაზე არ გვისაუბრია. მთავარია, რომ გავიმარჯვეთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122587