ძიუდო

12:41 | 16.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა უსინათლოთა მსოფლიო თამაშებზე გაიმარჯვა

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში მიმდინარე უსინათლოთა მსოფლიო თამაშებზე, ქართველმა პარაძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა (ის საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრიც გახლავთ, თუმცა, მხედველობასთან დაკავშირებით, პრობლემები გაჩნია) 90-კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოსვლა ტრიუმფით დაასრულა.

გოგოჭურმა ხუთიდან ოთხი ბრძოლა სუფთად მოიგო. ქართველმა ფალავანმა მეთექვსმეტედფინალში კორეელი ჟუნ ვინ პარკი, მერვედფინალში უკრაინელი ალექსანდრ ნაზარენკო, მეოთხედფინალში კანადელ ტონი სკონვალი და ნახევარფინალში უზბეკი შიუკარ ატბობევი დააიპონა.

ფინალში ქართველ პარასპორტსმენს, ტურნირის ერთერთი ფავორიტს, გამოცდილ ბრიტანელი სამუელ ინგრამს დაუპირისპირდა. 2012 წლის ლონდონის პარაოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა ინგრამმა, ქართველ ძიუდოისტს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა ზვიადმა გადამწყვეტი ბრძოლის მოგება მეტოქის გაფრთხილებით შეძლო.

ეს, ზვიად გოგოჭურისთვის პარასპორტში პირველი საერთაშორისო ტურნირი გახლდათ და მან დებიუტი ოქროს მედლით აღნიშნა.

0.116661