ძიუდო

20:10 | 10.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მატიაშვილმა ბრინჯაოს წერტილი დასვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბაქოს გრან სლემი სამი მედლით დაასრულა და მამაკაცთა საერთო გუნდურ ჩათვლაში 45 ქვეყნის ნაკრებს შორის მე-7 ადგილი დაიკავა. ლუხუმ ჩხვიმიანის (60 კგ) ბრინჯაოსა და უშანგი მარგიანის (81 კგ) ვერცხლს დღეს ლევან მატიაშვილმა (+100 კგ) თავისი წილი ბრინჯაო მიამატა.

მძიმე წონაში პირველ-მეორე ნომრებად საქართველოს ნაკრების წევრები იყვნენ განთესილები. მსოფლიო რეიტინგის მეოთხე ნომერი ადამ ოქრუაშვილი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო, მაგრამ რუსეთის ნაკრების წევრ ასლან კამბიევთან ბოჭვით წააგო და სამივე სინჯის მედლისთვის ბრძოლის შანსი უმალ დაკარგა.

მსოფლიო რეიტინგის მეშვიდე ადგილზე მყოფი მატიაშვილისთვისაც შედარებით დაბალრეიტინგიანი რუსი მეტოქე აღმოჩნდა დაუძლეველი ბარიერი – მეოთხედფინალში ანდრეი ვოლკოვთან შეხვედრაში საფინალო გონგამდე 40 წამით ადრე ვაზარზე დავარდა და ბოჭვაზეც მოჰყვა. ვოლკოვთან დაჭიდებამდე ლევან მატიაშვილმა ერთი კვირის წინანდელი ზაგრების გრან პრის უკრაინელ ჩემპიონს - იაკივ ხამოს იუკოთი სძლია. რეპეშაჟში კი ჯერ უზბეკ ელიორ მაშარიპოვს გაუსწორდა იპონით, გადამწყვეტ ბრძოლაში კი ოქრუაშვილის მომგები კამბიევი შებოჭა.

დღესვე აზერბაიჯანულ ტატამზე ალექსანდრე მსხალაძე, ლაშა გურული (ორივე 100 კგ) და ქალთა ტურნირზე ესტერ სტამიც (70 კგ) გავიდნენ, მაგრამ სამივე საწყის ეტაპზევე დამარცხდა.

მსხალაძე ავსტრალიელ დუკ დიდიერთან ჭიდაობის დაწყებიდან წუთნახევარში მსაჯმა წესების დარღვევის გამო მოხსნა. გურული არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრების წევრ ივან რემარენკოსთან შეხვედრის ბოლო წამზე დავარდა ვაზარზე, მაშინ, როდესაც ერთ შიდოს აგებდა და რისკზე წავიდა. სტამი კი ფრანგ მარგო პინოსთან იუკოთი დამარცხდა.

ძიუდო

გრან სლემი

ბაქო

8-10 მაისი

მამაკაცები

60 კგ

1 რუსტამ იბრაიევი (ყაზახეთი)

2 ვინსენტ ლიმარი (საფრანგეთი)

3 ტობიას ენგლმაიერი (გერმანია)

3 ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო)

5 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

66 კგ

1 ნიჯათ შიხალიზადა (აზერბაიჯანი)

2 კოლინ ოუტსი (ბრიტანეთი)

3 ლუის კორვალი (საფრანგეთი)

3 სუგოი ურიარტე (ესპანეთი)

7 ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო)

73 კგ

1 რუსტამ ორუჟოვი (აზერბაიჯანი)

2 ნიამ-ოჩირ საინიარგალი (მონღოლეთი)

3 ზელიმხან ოზდოევი (რუსეთი)

3 მიკლოშ უნგვარი (უნგრეთი)

7 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)

81 კგ

1 ჰასან ხალმურზაევი (რუსეთი)

2 უშანგი მარგიანი (საქართველო)

3 დომინიკ რესელი (გერმანია)

3 გოკი მარუიამა (იაპონია)

90 კგ

1 მაშუ ბეიკერი (იაპონია)

2 ნოელ ვან ტენდი (ჰოლანდია)

3 ჟოაკიმ დვარბი (შვედეთი)

3 ვალტერ ფაჩენტე (იტალია)

100 კგ

1 ადლან ბისულთანოვი (რუსეთი)

2 ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი)

3 რამადან დარვიში (ეგვიპტე)

3 ჟორჟე ფონსეკა (პორტუგალია)

+100 კგ

1 ბარნა ბორი (უნგრეთი)

2 როი მაიერი (ჰოლანდია)

3 ლევან მატიაშვილი (საქართველო)

3 ანდრეი ვოლკოვი (რუსეთი)

ქალები

48 კგ

1 მონიკა უნგურიანუ (რუმინეთი)

2 ევა ჩერნოვიცკი (უნგრეთი)

3 ნატალია ბრიგიდა (ბრაზილია)

3 შარლინ ვან სნიკი (ბელგია)

52 კგ

1 ერიკა მირანდა (ბრაზილია)

2 ანდრეა ჩიტუ (რუმინეთი)

3 პასკილია ნეტო (საფრანგეთი)

3 დისტრია კრასნიკი (კოსოვო)

57 კგ

1 კორინა კაპრიორიუ (რუმინეთი)

2 ნეკოდა სმიტ დევისი (ბრიტანეთი)

3 მირიამ პოპერი (გერმანია)

3 ირინა ზაბლუდინა (რუსეთი)

63 კგ

1 კატრინ უნტერვურზახერი (ავსტრია)

2 მარტინა ტრაიდოსი (გერმანია)

3 ალის შლეზინგერი (ბრიტანეთი)

3 ანიჩკა ვან ემდენი (ჰოლანდია)

70 კგ

1 სალი კონვეი (ბრიტანეთი)

2 კიმ პოლინგი (ჰოლანდია)

3 მარი ევ გაიე (საფრანგეთი)

3 ბერნადეტ გრაფი (ავსტრია)

78 კგ

1 გუუსიე სტინჰუისი (ჰოლანდია)

2 აკარი ოგატა (იაპონია)

3 კაილა ჰარისონი (აშშ)

3 დარია პოგორელეცი (პოლონეთი)

+78 კგ

1 სვეტლანა იარომკა (უკრაინა)

2 სანტა პაკენიტე (ლიტვა)

3 ჟასმინ კუელბსი (გერმანია)

3 ბელკის ზეჰრა კაია (თურქეთი)

საერთო გუნდური ჩათვლა. კაცები

ო ვ ბ V VII

1 აზერბაიჯანი 2 1 0 2 1

2 რუსეთი 2 0 2 1 0

3 იაპონია 1 0 1 1 0

4 უნგრეთი 1 0 1 0 0

5 ყაზახეთი 1 0 0 0 0

6 ჰოლანდია 0 2 0 0 2

7 საქართველო 0 1 2 1 2

8 საფრანგეთი 0 1 1 0 0

9 მონღოლეთი 0 1 0 1 3

10 ბრიტანეთი 0 1 0 0 0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133077