ჩოგბურთი

17:08 | 8.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდში სენსაციები დაფიქსირდა (+VIDEO)

მადრიდში მიმდინარე “მასტერზ1000”-ზე ქალთა შორის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა და სენსაციური ანგარიშები დაფიქსირდა.

მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერმა მარია შარაპოვამ რეიტინგის 29-ე ნომერთან, სვეტლანა კუზნეცოვასთან 2:6, 4:6 წააგო. შეხვედრა საათსა და 31 წუთს მიმდინარეობდა. შარაპოვამ მეტოქის ვერცერთი ჩაწოდება მოიგო, ხოლო კუზნეცოვამ 3 ბრეიკი შეასრულა.

მეორე ნახევარფინალურ მატჩში, პლანეტის ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა, ამერიკელმა სერენა უილიამსმა ჩეხ პეტრა კვიტოვასთან შეხვედრა 2:6, 3:6 დათმო. მატჩი სულ რაღაც საათსა და 14 წუთს გაგრძელდა. სერენამ 6 ეისი ჩააწოდა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა, კვიტოვას 7 ეისი ჰქონდა, 4 ორმაგი შეცდომა და 6 ბრეიკი გააკეთა. აღსანიშნავია, რომ კვიტოვამ უმცროსი უილიამსი კარიერაში პირველად დაამარცხა.

10 მაისს, ფინალში პეტრა კვიტოვა სვეტლანა კუზნეცოვას დაუპირისპირდება. ამ ორი ჩოგბურთელის ურთიერთდაპირისპირებაში კვიტოვა 3:1 იგებს.

მადრიდის ტურნირის საპრიზო ფონდი 4,185,405 ამერიკულ დოლარს შეადგენს. ტურნირის გამარჯვებული 799,450 დოლარს და 1000 სარეიტინგოს ქულა მიიღებს.

შარაპოვა – კუზნეცოვას მატჩის მნიშვნელოვანი მომენტები:

უილიამსი - კვიტოვას მატჩის მნიშვნელოვანი მომენტები:

https://www.youtube.com/watch?v=D-QSUvsoEXw

0.120998